------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

» თევზი ქინძმარით

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


მასალა:

თევზი (ნებისმიერი, სასურველია თეთრი) 1 კგ.
დაფნის ფოთოლი 1ც.
მწარე წიწაკის მარცვლები 2-3ც.
ქინძი 100-150გრ.
თეთრი ღვინის ძმარი 50გრ.
დაფქვილი შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.

მომზადება:

თევზი მოვხარშოთ მარილთან, დაფნის ფოთოლთან და წიწაკის მარცვლებთან ერთად. ამოვიღოთ ბულიონიდან და გავაცივოთ. მომზადებული თევზი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად.

სოუსის მომზადება:

ქინძი დავჭრათ წვრილად, დავასხათ ძმარი, დავუმატოთ 1/3 ჭიქა გაცივებული, ქაფმოხდილი თევზის ბულიონი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და კარგად ავურიოთ. თითოეულ თევზის ნაჭერს მოვასხათ მომზადებული სოუსი.

გვიმეგობრე Facebook-ზე

ჩვენი სპონსორი