------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

» მაკარონისა და ხორცის პეროგი

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


ღუმელის ღრმა სინზე მოასხამთ სოუს, დააწყობთ მოხარშულ მაკარონს, მოაყრით თქვენს მიერ გაკეტებულ ფარშს, ზედ ისევ დააწყობთ დარჩენილ მაკარონს, ზემოდან ისევ დაასხამთ სოუს, მოაყრით ყველს და შედგამთ ღუმელში. აცხვეთ 45 წუთის განმავლობაში.

შემადგენლობა:
500 გრ სქელი გახვრეტილი სპაგეტი
700 გრ გატარებული საქონლის ხორცი
5 ს/კ ზეთი
1 თავი ხახვი
1 ს/კ ტომატი
ქინძი
2 ს/კ კარაქი
3 ცალი კვერცხი
200 გ გატარებული ყველი
მარილი და პილპილი

სოუსისთვის

1 ლ ცხელი რძე
50 გრ კარაქი
7 ს/კ ფქვილი
2 კვერცხი
150 გრ გახეხილი ყველი.

მომზადების წესი: დაჭრილი ხორცი, ხახვი, ტომატი, პილპილი დაყარეთ ზეთიან ღრმა ტაფაზე და მანმადე თუშეთ, სანამ სითხე არ გაშრება. ბოლოს დაამატეთ ქინძი და გადმოდგით ცეცხლიდან.
მაკარონი მოხარშეთ მარილწყალში და საწურზე მანამ გააჩერეთ, სანამ არ შეშრება. შემდეგ დაუმატეთ კარაქი, გახეხილი ყველი და 2 ათქვეფილი კვერცხი.

მოამზადეთ სოუსი: კარაქი და ფქვილი აურიეთ სათქვეფით და დაუმატეთ ცხელი რძე. ურიეთ შესქელებამდე, თუმცა ძალიან სქელიც არ უნდა იყოს. ცეცხლიდან რომ გადმოდგამთ, შეურევთ კვერცხს და ყველს, კარგად მოურიეთ.

ღუმელის ღრმა სინზე მოასხამთ სოუს, დააწყობთ მოხარშულ მაკარონს, მოაყრით თქვენს მიერ გაკეტებულ ფარშს, ზედ ისევ დააწყობთ დარჩენილ მაკარონს, ზემოდან ისევ დაასხამთ სოუს, მოაყრით ყველს და შედგამთ ღუმელში. აცხვეთ 45 წუთის განმავლობაში.


გვიმეგობრე Facebook-ზე

ჩვენი სპონსორი