------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

» შქმერული

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


შქმერული რაჭული კერძია, მისი სახელი რაჭის სოფლიდან - შქმერიდან მოდის და მთელ საქართველოში ძალიან პოპულარულია. მზადდება კეცზე, რძისა და ნივრის დამატებით.

ინგრედიენტები (4 ულუფა)
ქათამი – 1 ცალი
რძე – 400-500 მლ
ნიორი – 1 თავი
კარაქი – 1-2 სადილის კოვზი
მარილი – გემოვნებით


საჭირო ჭურჭელი

დანა
ქვაბი
კოვზი
კეცი ან ტაფა
სამზარეულოს დაფა


საღი პროდუქტი

სხვა ქართული კერძების მსგავსად, შქმერულის შემთხვევაშიც სასურველია ახალი პროდუქტების გამოყენება. შეარჩიეთ ახალი ქათამი და მაღალცხიმოვანი რძე. შქმერულს ზოგი დიასახლისი რძის გარეშე, უბრალო ნიორწყლით ამზადებს, რაც კერძის გემოვნურ თვისებებს აკნინებს.

1. ქათამს წაუსვით მარილი, შეწვით ცხიმში და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად.

2. ერთი თავი ნიორი გაფცქვენით და დაჭყლიტეთ.

3. ქათმის ნაჭრები გადაიტანეთ კეცზე.

4. ქათმის ნაჭრები მიჯრით დააწყვეთ, რომ კეცი მთლიანად გაივსოს.

5. რძე ჩაასხით ქვაბში და წამოადუღეთ, დაადუღეთ 350 მლ-მდე, დაუმატეთ დანაყილი ნიორი, მარილი, ქათმის შეწვისას დარჩენილი ცხიმი.

6. რძე გადმოდგით ცეცხლიდან და კეცზე მოთავსებულ ქათმის ნაჭრებს დაასხით.

7. კეცი შედგით წინასწარ საშუალო ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში.

რჩევა

შქმერულის მომზადებისას სასურველია გამოიყენოთ მაღალცხიმოვანი რძე, რომელიც დიდხანს უნდა ადუღოთ, რომ 1/2 დარჩეს.
დანაყილი ნიორი და ქათმის შეწვისას დარჩენილი ცხიმი რძეს ბოლოს შეურიეთ, რომ ნიორმა თავისი არომატი შეინარჩუნოს.

10-15 წუთის შემდეგ, როდესაც წვენი წამოდუღდება და ქათამიც კარგად დაიბრაწება, კერძი გამოიღეთ ღუმლიდან და ცხელ-ცხელი მიიტანეთ სუფრასთან.


გვიმეგობრე Facebook-ზე

ჩვენი სპონსორი