ნიგვზიანი საუზმეული

ნიგვზიანი საუზმეული

ნიგვზიანი ბადრიჯანი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცივი საუზმეულია და მისი ბევრი რეცეპტი არსებობს. ნიგვზიანი მასით აზავებენ როგორც შემწვარ, ასევე მოხარშულ და ღუმელში გამომცხვარ ბადრიჯანს.


ინგრედიენტები (4 ულუფა)
ბადრიჯანი – 1 კგ
ნიგოზი – 250-300 გრ
ხახვი – 1 თავი
ხმელი ქინძი –1 ჩაის კოვზი
უცხო სუნელი –1 ჩაის კოვზი
ყვითელი ყვავილი – 1/2 ჩაის კოვზი
ქინძი – 2 კონა
რეჰანი – 1 კონა
ნიახური – 1 კონა
ნიორი – 4-5 კბილი
მწვანე წიწაკა – 1 ცალი
ბროწეულის მარცვლები – 70 გრ
ზეთი – 70 მლ
ძმარი, მარილი – გემოვნებით

საჭირო ჭურჭელი

თასი
ტაფა
სამზარეულოს დაფა
ხორცსაკეპი მანქანა
დანა
კოვზი

ბადრიჯანი ნივრით

ბადრიჯანს ყუნწები დააჭერით, გარეცხეთ, დაყარეთ თუნუქის ფურცელზე და ღუმელში გამოაცხვეთ. შეაგრილეთ, კანი გააცალეთ, დაკეპეთ, შეურიეთ დანაყილი ნიორი, მარილი, წიწაკა, ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, ქინძი და რეჰანი.

მოამზადეთ საჭირო ინგრედიენტები: ბადრიჯანი, ნიგოზი,

ხახვი და სანელებლები. ბადრიჯანი მოგრძო, თხელ ნაჭრებად დაჭერით და მარილი მოაყარეთ.15-20 წუთის შემდეგ ბადრიჯანი გაწურეთ. ტაფა გააცხელეთ, ზეთი დაასხით და ბადრიჯანი ორივე მხრიდან შეწვით. ნიგოზი ორჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ ყველა სანელებელი,
წვრილად დაჭრილი ხახვი, დანაყილი ნიორი და აზილეთ. შემდეგ დაყარეთ წვრილად დაჭრილი
მწვანილი და მწვანე წიწაკა.

ნიგვზიანი მასა ბადრიჯანს წაუსვით. ბადრიჯანი გადაკეცეთ და ნიგოზი ზემოდანაც წაუსვით. ნიგვზიანი ბადრიჯანი შეგიძლიათ რულეტივით გადაახვიოთ, ორად გადაკეცოთ ან ორი ცალი შემწვარი ბადრიჯანი ერთმანეთზე მოათავსოთ.

ტკბილი წიწაკაც შეგიძლიათ ბადრიჯნის მსგავსად შეაზავოთ. ტკბილ წიწაკას თესლი გამოაცალეთ და ზეთიან მარილწყალში წამოადუღეთ. შეაგრილეთ, ცალ მხარეს გაჭერით, ნიგვზიანი მასა წაუსვით და რულეტივით გადაახვიეთ. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაჭრათ. მორთეთ ბროწეულის მარცვლებით. ბროწეული შეგიძლიათ წითელი მოცხარით ჩაანაცვლოთ.

მხლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

1 კგ ისპანახი ან წითელი მხალი (ჭარხლის ნედლი ფოთლები), 200-250 გრ ნიგოზი, თითო კონა ქინძი, კამა და ოხრახუში, რამდენიმე ღერი ნიახური, 1 ცალი მწვანე წიწაკა, 4-5 კბილი ნიორი, 1 თავი ხახვი, თითო ჩაის კოვზი ხმელი ქინძი, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი. მარილი, წიწაკა – გემოვნებით, ბროწეული ან წითელი მოცხარი – მოსართავად. ისპანახის ან ჭარხლის ნედლი ფოთლები გარეცხეთ და მდუღარე წყალში ჩაყარეთ. როდესაც ფოთლები დარბილდება, ამოიღეთ და გაწურეთ. მოამზადეთ სანელებლები.

ისპანახის ან ჭარხლის ნედლი ფოთლები გარეცხეთ და მდუღარე წყალში ჩაყარეთ. როდესაც ფოთლები დარბილდება, ამოიღეთ და გაწურეთ. მოამზადეთ სანელებლები. ისპანახი დაჭერით, მომზადებული ნიგვზის მასა შეურიეთ და სურვილისამებრ მორთეთ ბროწეულის მარცვლებით ან წითელი მოცხარით. ნიგვზიანი მხალეული შეგიძლიათ მიირთვათ მჭადთან ან ჭვიშტართან ერთად.