------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

» სამარხვო რულეტი თხელ ლავაშში

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


სამარხვო რულეტების მომზადება ძალიან მარტივია. გულსართი ჩვენი ფანტაზიით შეგვიძლია შევარჩიოთ. სტაფილოსა და წიწაკასთან ერთად, შეგვიძლია კომბოსტო, შემწვარი კარტოფილი და სხვა ბოსტნეული გამოვიყენოთ.

საჭირო მასალა
1 ფენა თხელი ლავაში
2-3 ს.კ. სამარხვო მაიონეზი
1 ჩ.კ. აჯიკა
2 ჩ.კ. ტომატ-პასტა
2 ცალი სტაფილო
4 ცალი ტკბილი წიწაკა
3-4 ს.კ. ზეთი
1 მწიკვი შაქარი და მარილი
დაჭრილი მწვანე ხახვი - მოსართავად

მომზადება

სტაფილო გავხეხოთ. წიწაკებს ამოვაცალოთ თესლი და თხელ, მოგრძო ნაჭრებად დავჭრათ, დავყაროთ ზეთდასხმულ ტაფაზე, დავაყაროთ შაქარი, მარილი და 3 წუთის განმავლობაში ვშუშოთ. ტომატ-პასტა, მაიონეზი და აჯიკა ერთმანეთში კარგად ავურიოთ. ლავაში ოთხად გავჭრათ. თითოეულ ფენას წავუსვათ მაიონეზის, აჯიკისა და ტომატ-პასტის ნაზავი და ზედ გადავანაწილოთ მოშუშული ბოსტნეული.

ლავაშის კიდეები გადმოვკეცოთ და რულეტივით შევახვიოთ. ფორმას წავუსვათ ცოტა ზეთი, ზედ მოვათავსოთ რულეტები, ზემოდანაც ცოტა ზეთი წავუსვათ და შევდგათ კარგად გახურებულ ღუმელში, სანამ ზემოდან არ შეიბრაწება. რულეტებს მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი და ისე მივიტანოთ სუფრაზე.

გვიმეგობრე Facebook-ზე

ჩვენი სპონსორი