უგემრიელესი და მარტივი რეცეპტი ღვთაებრივი ბრაუნის გამოსაცხობად

უგემრიელესი და მარტივი რეცეპტი ღვთაებრივი ბრაუნის გამოსაცხობად

მომზადების დრო - 1 სთ, ულუფა - 6, სირთულე - საშუალო

ინგრედიენტები:
შავი შოკოლადი - 200 გრ
კარაქი - 170 გრ
შაქარი - 250 გრ
კვერცხი - 3
ფქვილი - 125 გრ
გამაფხვიერებელი - 1 ჩ.კ.
მარილი
ნიგოზი - 1/2 ჭ


170 გ შოკოლადი და კარაქი დავადნოთ ორთქლის აბაზანაზე. დავამატოთ შაქარი, შემდეგ კვერცხი, თან ვურიოთ.

ბოლოს დავამატოთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი. დავჭრათ დარჩენილი შოკოლადი და ნიგოზი, ჩავამატოთ ცომში და გადავურიოთ.

ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი, წავუსვათ ცხიმი და ჩავასხათ ცომი. გამოვაცხოთ 170 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთი. ნამცხვარი ძალიან არ უნდა გამოცხვეს.