------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

» ალუბლის ნამცხვარი - მარტივი და ძალიან გემრიელი

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


საჭირო მასალა:

3/4 ჭიქა დარბილებული კარაქი
1,5 ჭიქა შაქარი
5 კვერცხი
2 ჭიქა ფქვილი
2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი ფხვნილი
1 ლიმონის ცედრა
4 ს.კ. რძე
1 ს.კ. ლიმონის წვენი
1 ჩ.კ. კონიაკი
2 ჭიქა გარჩეული ალუბალი
შაქრის პუდრი

მომზადების წესი:

კარაქი და შაქარი გათეთრებამდე გათქვიფეთ, დაუმატეთ ლიმონის წვენში არეული გამაფხვიერებელი ფხვნილი. ცალკე გათქვიფეთ რძე, ლიმონის ცედრა, კონიაკი და კვერცხი, შემდეგ შეურიეთ გათქვეფილ კარაქს. გაცერით ფქვილი, შეურიეთ ალუბალი და დაუმატეთ ცომს. ცომი მოათავსეთ ფორმაში და გამოაცხვეთ საშუალო ტემპერატურაზე. მზა ნამცხვარს მოაყარეთ შაქრის პუდრი.

გვიმეგობრე Facebook-ზე

ჩვენი სპონსორი