------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

» არაჟნის ტორტი

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


240-320 გრ. პურის ფქვილი
რაოდენობას განსაზღვრავთ ცომის კონსისტენციით
500გრ. - 500 გრ. არაჟანი (25%-იანი ცხიმიანობის) ცომისთვის და კრემისთვის
230 გრ. – 120 გრ. შაქარი ცომისთვის და კრემისთვის
120 გრ. კარაქი
1 ჩ/კ სოდა
ხილის სეროფი – გემოვნებით,
ხილი გასაფორმებლად.

მომზადების წესი:

კარაქი გაქენით შაქართან ერთად, დაუმატეთ არაჟანი, კარგად ამოურიეთ და ჩაყარეთ ფქვილი და სოდა. სწრაფად მოზილეთ ცომი, მიეცით გუნდის ფორმა, გაყავით 5-6 ნაწილად. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ მრგვლად და გამოაცხვეთ 240-250°С-ზე 5-7 წუთის განმავლობაში.

მზა ფირფიტებს გვერდები შემოუსწორეთ და გააგრილეთ. ჩამონაჭერი ნაწილები შეაფიცხეთ ჰაერღუმელში და დაფშვენით. კრემისთვის ათქვიფეთ არაჟანი, თანდათან დაამატეთ შაქარი. თქვიფეთ მანამ, სანამ მასა ფუმფულა და მდგრადი არ გახდება. ბოლოს ჩაამატეთ ხილის სეროფი. ფირფიტებს წაუსვით კრემი, დაალაგეთ ერთმანეთზე, გვერდებზე წაუსვით კრემი და მოაყარეთ ნაფხვენები. შედგით მაცივარში 2-3 საათით, შემდეგ ზემოდან მორთეთ კრემითა და ხილით.

მომზადების დრო: 4 საათი


გვიმეგობრე Facebook-ზე

ჩვენი სპონსორი